"არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდებიან" - კვირის პალიტრა

"არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდებიან"

"არალეგალურ მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდებიან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ლომბარდებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები მძლავრი და ეფექტურია.

"ვფიქრობ,ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ მძლავრი და ეფექტურია და მოიცავს ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ლომბარდები თუ სხვა ტიპის ინსტიტუციები, მათაც ზღუდავს და აქცევს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების ჩარჩოებში, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ თქვენ გულისხმობთ არალეგალურ მევახშეობას, ეს ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"