რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "ვივუსთან" მოლაპარაკებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "ვივუსთან" მოლაპარაკებაზე?

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სასესხო დავალიანების განულების საკითხზე მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთანაც გაგრძელდება. ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ვივუსთან" დაკავშირებით განუცხადა, რომელიც სასესხო დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში ამ ეტაპზე არ მონაწილეობს.

"ეს არის კონკრეტული მოლაპარაკების შედეგი. ჩვენ დავაანონსეთ ის რაოდენობა და შეთანხმებები, რომელიც არსებობს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გაგრძელდება და ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება. შესაბამისად, უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობით და გათავისუფლდეს ე.წ. შავი სიისგან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

იხილეთ ასევე: რა განცხადებას ავრცელებს ონლაინსესხების კომპანია "ვივუსი"?

"ინტერპრესნიუსი"