"ამ ვალების განულების შედეგად, მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც"
20-11-2018
"ამ ვალების განულების შედეგად, მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც"
მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილი 19 ნოემბერს გახდა, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, 31 დეკებრამდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ჩამოწერილ ვალს ფონდი "ქართუ" დაფარავს.
შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა.

ეკონომიკის ექსპერტის, გოგიტა ცუცქირიძის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა, როცა კერძო ფონდი ახდენს ვალების განულებას, უპრეცედენტოა. როგორც ცუცქირიძემ "პალიტრანიუსის"
გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, სხვა ქვეყნებშიც მომხდარა ვალების ჩამოწერა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან და ბიუჯეტის ხარჯზე.

"სი, რომ ხალხი ვალს იღებდა იმიტომ, რომ უჭირდა და ხელფასი არ ჰყოფნიდა, არასწორია. უბრალოდ, საბანკო პროცენტი მაღალია და იმან წარმოქმნა სისტემური ტვირთი, ამიტომ სახელმწიფოს რაღაც უნდა ეღონა, რადგან არ შეიძლება 600
000 კაცი, რომელთაგან ზოგს ერთი კი არა, ჯამში 4 და 5 სასესხო დავალიანება აქვს, გათიშული იყოს ეკონომიკური აქტივობისგან, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. აქ ლაპარაკია იმ ხალხზე, იმ პრობლემურ მსხესხებლებზე, ვინც "გაიჭედა" ამ ვალებში, მოხვდა "შავ სიაში" და ვერაფერს აკეთებს, ვერსად იღებს სესხს და თუ აიღებს უნდა აიღოს კერძო მევახშისგან უფრო მეტი პროცენტით და უფრო რთულ სიტუაციაში ვარდება, ამიტომ განულება ნიშნავს იმას, რომ თქვენ დავალიანება ამ საფინანსო ორგანიზაციებთან აღარ გექნებათ", - ამბობს გოგიტა ცუცქირიძე.

კითხვაზე, რატომ დათანხმდნენ კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ორგანიზაციები ამ გარიგებას, ექსპერტი ასე პასუხობს:

"ბანკებს პორთფელში აქვთ პრობლემური სესხები, რომელიც არის მკვდარი, ანუ ეს ფული დაკარგულია. ნებისმიერი ბანკის ამოცანაა, პორთფელი იყოს გაჯანსაღებული, ანუ არ იყოს ბევრი პრობლემური სესხი. ამას გარდა, ბანკებს ამ სესხების ნაწილი პროცენტებით ამოღებული აქვთ. აქ ლაპარაკია იმ ნაწილზე, რომელიც ბანკისთვის შეიძლება იყოს გადასაყრელი, ანუ მისთვის იყოს არა ზარალიანი. კიდევ განვმარტავ, ბანკი როცა ახდენს რესტრუქტურიზაციას ან შემოთავაზებას და თქვენ გაქვთ ვალი ძირი და პროცენტი, ხშირად ხდება ხოლმე დიდი ნაწილის ჩამოჭრა, მათ შორის ჯარიმების, პროცენტის და მთავარი ამოცანაა, რომ ძირი მაინც იყოს გადახდილი...

საბანკო სექტორი არის ფინანსური სისტემა. სისტემისთვის და ეკონომიკისთვის რა უფრო კარგია, ბანკი, რომელსაც აქვს პრობლემური სესხი? თავად სისტემისთვის, როცა არის მაღალი პრობლემური სესხების ნაწილი, ამბობენ, რომ სისტემა არის მაღალი ან საშუალო რისკის პირობებში, როცა ვამბობთ, რომ ბანკების მოგების მაღალი საპროცენტო მარჟაა, რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ამ მარჟით ხდება ყველა მოსალოდნელი ზარალის თუ ხარჯების გასტუმრება, სწორედ ამით შემცირდა ეს მარჟა. თუ პორტფელი გაჯანსაღდება, საპროცენტო მარჟა შემცირდება და პროცენტი აღარ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც დღეს არის, შეიძლება ითქვას, რომ ამ ვალების განულების შედეგად, მოსალოდნელია საბანკო პროცენტების შემცირებაც", - ამბობს გოგიტა ცუცქირიძე.


ჰა
20 ნოემბერი 2018 16:34
არჩევნების წინ კეთილ ფერიებად და ჯადოქრებად გადაიქცევიან ხომე..

მერე?მერეა მთავარი
ის განულებული ვალები ასმაგად არ ამოიღონ ხალხსი ჯიბიდან და ცხვირში არ ამოადინონ
vasa
20 ნოემბერი 2018 15:58
ნეტარ არიან მორწმუნენი. კუზიანს საფლავი გაასწორებს. მატყუარას - არაფერი.
ალექსი
20 ნოემბერი 2018 13:56
ეგ კარგი აზრებია მაგრამ .რითი არწმუნებთ ხალხს კიდევ არ მოიტყუოთ .ენას ძვალი არაააქვს.მაგრამ მაინც იმედით ვართ

რედაქტორის რჩევით