ბერაძე ხაბეიშვილს: "მატყუარა და მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ"
20-11-2018
ბერაძე ხაბეიშვილს: "მატყუარა და მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ"
"მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის", - ასე მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს.

"მატყუარა ხარ, მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის. მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ", - განაცხადა ბერაძემ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რიმა ბერაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტის გახსენებამ, რომ მას "ქართული ოცნების" კოორდინატორმა უჩივლა.

"მქონდა კონსტრუქციული კითხვები, რომელზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ, მათ შორის, ქალბატონი რიმას ისტერიკა. რატომ ჩავარდნენ ისტერიკაში? რიმა ბერაძის აგრესია გამოიწვია
იმან, რომ გაახსენდა, რომ პასუხები არ აქვთ და გაახსენდა, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორმა რამდენიმე დღის წინ უჩივლა. "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ბერაძეს პირდაპირ ადანაშაულებს მისი კოორდინატორი კონკრეტული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაში. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა, რომ თავისმა კოორდინატორმა დაადანაშაულა ბერაძე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით