"ივანიშვილს მოუხდება იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით"
20-11-2018
"ივანიშვილს მოუხდება იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით"
როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით, არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კონტროლიდან სასამართლოს გამოსვლის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში უნდა მოხდეს უცხოელი მოსამართლეების შეყვანა.

"მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი და ის აუცილებლად გახდება, მას შემდეგ, რაც სასამართლო სისტემა გამოვა
ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებიდან, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის არასამთავრობო სექტორის მიერ პროკურორის შერჩევა. უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების შეყვანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უცხოელ მოსამართლეებთან ესენი პროცესებს აგებენ. მაგალითად, ივანიშვილის მთავარმა პარტნიორმა რუხაძემ ჰოლანდიაში ჩემთან წააგო პროცესი, ასევე, წააგო პროცესი. წააგო პროცესი ინგლისში,
ინგლისის სასამართლომ დაადასტურა, რომ მან პატარკაციშვილის ქონება მიითვისა. როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუხდება იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით, არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით, არ გადაიხადა ერთ ლარად მითვისებულ უზარმაზარ სახელმწიფო ქონებაში. ეს მეტი თანხაა, ვიდრე ის მილიარდნახევარი, რომელსაც საზოგადოებას ვითომ დაჰპირდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები