"ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია"
20-11-2018
"ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია"
ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია - მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიას და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, პირადად გამოსცადა, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო და ემიგრაციის სიმწარე.

"თუკი ვინმემ საკუთარ თავზე სასამართლოს უსამართლობა იწვნია, პირველ რიგში, ვარ მე. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მთელი მისი ქონება დაყადაღებული
იყო, მათ შორის 16 წლის “ჰონდა“. დაყადაღებულია დედაჩემის ბინა, დაყადაღებულია ჩემი ერთადერთი ქონება, მომისაჯეს სრულიად თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. თუკი ვინმეს ესმის რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო, პირველ რიგში ვარ მე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “360 გრადუსში“.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით