"ციხეები არ იყო იდეალური თუმცა, ყველამ ვიცით, ცოცხების კადრები დადგმული იყო"
20-11-2018
"ციხეები არ იყო იდეალური თუმცა, ყველამ ვიცით, ცოცხების კადრები დადგმული იყო"
ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში იგეგმებოდა ევროპული სტანდარტის ციხეების მშენებლობა, თუმცა ვერ მოესწრო.

"ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო. ციხეები არის მძიმე მდგომარეობაში ახლაც. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?!
ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა დასავლეთ საქართველოში, რაც ამათმა შეაჩერეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დანაშაულთან ბრძოლისთვის ციხის გარდა სხვა მეთოდების გამოყენებაც შეიძლება. "მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ციხეში დიდი კონტინგენტი უნდა გვყავდეს. მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, მათ შორის, პრობაციის
უფრო სწორად გამოყენება, მათ შორის, პროფილაქტიკური სამუშაოები იმისათვის, რომ დანაშაულს სხვა მეთოდებით ვებრძოლოთ. ჩემი აზრით, პატიმრების რაოდენობა კიდევ უნდა შემცირდეს საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით