"პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაატარეს. იყო შიდა პარტიული კვლევები... ასეთი ცდომილება არის სირცხვილი, მე ამაზე მკაცრი საუბარი მქონდა" - კვირის პალიტრა

"პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაატარეს. იყო შიდა პარტიული კვლევები... ასეთი ცდომილება არის სირცხვილი, მე ამაზე მკაცრი საუბარი მქონდა"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გადაწყვიტა მიმართოს საზოგადოებას და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

საპრეზიდენტო არჩვენებზე საუბრისას, მას ჟურნალსიტმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზიც შეახსენა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: "დაბრუნების მიზეზი მცდონია, ეს კიდევ უკეთესად იცოდა ხალხმა, რაც არჩევნებზე გამოჩნდა".

მან ისაუბრა პატიაში არსებულ პრობლემებზე, მისი თქმით, პრობლემები იყო რეგიონებშიც. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პირველი ტურის შემდეგ ბევრი შეხვედრა ჰქონდა რეგიონების წარმომადგენლებთან და პრობლემები იქაც მრავალად დაინახა. "ვფიქრობ, დაბრუნება ცოტა დავაგვიანე კიდეც. ხალხი არის განაწყნებული, რადგან გუნდამა დაკარგა გრძონობადობა საზოგადოების მიმართ, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის". - განაცხადა მან. მისი თქმით, ის პირველ ტურზე არ იყო აქტიურად ჩართული პროცესში. ასევე აღნიშნა ისიც, რომ როდესაც პარტია ხელისუფლების  ყველა შტოშია წარმოდგენილი, მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს დაემართა "ქართულ ოცნებასაც".

"გუნდი სულ სხვაგვარ შედეგს ელოდა და ამაში იყო სრულად დარწმუნებული, ისეც კი, რომ  პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაატარეს. იყო შიდა პარტიული კვლევები... ასეთი - 14%-იანი ცდომილება არის სირცხვილი, მე ამაზე მკაცრი საუბარი მქონდა. მიყვარს გამოთქმა, "ზოგი ჭირი, მარგებელია"...  თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხიპი, ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და იძლევა რეაქციას და ეს აგრძნობინა გუნდასაც".