"როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა ამ დონემდე მივიყვანეთ" - კვირის პალიტრა

"როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა ამ დონემდე მივიყვანეთ"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გადაწყვიტა მიმართოს საზოგადოებას და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

ჟურნალისტის კითხვაზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვაშაძემ გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გახდება თუ არა ეს ფაქტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი" - ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

"პირველი, რაც შემიძლია დღესვე ვთქვა, ის, არის რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაიმარჯვებს. თუ მაინც გვინდა ამ რეალობის წარმოდგენა, კარგი არაფერი მოხდება. მე ვერ ჩავერევი ამ პროცესებში, მაგრამ იმედია, კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება ქვეყანაში. იმედია, რომ ამ გამარჯვებით საბოლოოდ ვიტყვით ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კითხვაზე ელის თუ არა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება ქუჩაში გადაიტანოს პროცესი, ივანიშვილმა უპასუხა:

"ხალხი არის განაწყენებული, მაგრამ არა გაბრაზებული. როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა ამ დონემდე მივიყვანეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას "ქართული ოცნების" ატანა არ აქვს...

ვარწმუნებ საზოგადოებას და გარწმუნებთ თქვენც, ისინი ვერ მოახერხებენ ხალხის ქუჩაში გამოყვანას, არ აქვთ ამის რესურსი... კარგი გუნდი ჩამოვიყავნეთ უცხოეთიდან, კვლევებსაც ვატარებთ, ვიცით, რეალური სურათი. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება..."