"შავი სიის" პროცესი გუშინ არ დასრულებულა, გაგრძელდება იმით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს" - კვირის პალიტრა

"შავი სიის" პროცესი გუშინ არ დასრულებულა, გაგრძელდება იმით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობის მოგვარებაზე საუბარი მან ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, პრემიერ-მინისტრ ბახტაძეზე ადრე ის დაპირდა საზოგადოებას ამ პრობლემის მოგვარებას.

"როდესაც კვირიკაშვილს საჯაროდ მივეცი შენიშვნა რომ ხალხის ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ წავიდა და გაღარიბდა. ამიტომ დავპირდი ხალხს რომ წლის ბოლომდე შევძლებდით მოგვარებას. ეს არის კარგი მაგალითი რომ თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდევ.

"შავი სიის" პროცესი გუშინ არ დასრულებულა, გაგრძელდება იმით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს. ამ ფონზე ხელისუფლების, დაქირავებული ადამიანების მაქსიმალური მობილიზება უნდა იყოს. ერთი გადახვევის უფლება არ გვაქვს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ერთად ვართ გაჭირვებულები, ვიბრძვით ერთად და დაქირავებული ხელისუფლება ცდილობს ყოველდღე, რომ ხალხს მძიმე ყოფა შეუმსუბუქოს. ეს პროცესი იქნება მუდმივი, ამაში ვარწმუნებ საზოგადოებას, მე ამისათვის ერთი წელი დავასახელე. ეს იქნება მათზე მზრუნველი ხელისუფლება. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე და კეთილი ვინებოთ, რომ ეს დაპირება შევასრულოთ. მე ვფიქრობ, რომ ერთ წელზე ადრე მექნება საშუალება ვისაუბრო ხალხთან. იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ ერთი ხელის მოსმით ჯადოსნური ჯოხით ჩვენ შვეიცარიის ეკონომიკა გვექნება, მაგრამ უკეთესობისკენ წავიყვანთ და მთავარი, ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამატებითი რესურსი იმისა, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ. გუშინ შტაბების უფროსები მყავდა ჩამოყვანილი, ცოტა დაიწუწუნეს და ვუთხარი, რომ მუდმივად ასე მოგიწევთ მუშაობა - მეთქი. რაც აკლია გუნდს, მე ვიცი, ამას დავამატებ, ეს არის გადახალისება, მოტივაცია, პაუსიხისმგებლობის განცდა", - განაცხადა ივანიშვილმა. იხილეთ ასევე: "როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა ამ დონემდე მივიყვანეთ"