"სალომემ ქართულად აღზარდა შვილები... აი ქალბატონი, აი ევროპელი" - კვირის პალიტრა

"სალომემ ქართულად აღზარდა შვილები... აი ქალბატონი, აი ევროპელი"

"ალბათობა იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუჩით ხალხი გააბრაზოს და გარეთ გამოიყვანოს, არ იქნება, თუ ყველა გამოვა არჩევნებზე", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარებ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მან მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა.

"ნახეთ, როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს. სალომეს დედა დაიბადა საფრანგეთში. სალომეს მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, ეს არის რაზეც ვდგავართ, ეს არის ჩვენი იდენტობა. ჯერ დედამ ისწავლა ქართული, მერე სალომემ ისწავლა და ნახეთ სალომეს შვილები, ქართულად აღზარდა, აი ქალბატონი, აი ევროპელი და ვინც სალომეს ხასიათი იცის, მე მას ქალბატონოთი მივმართავ, მოწიწებით. ვინც სალომეს ხასიათი იცის აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, დამოკიდებულება. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. აბა, ნახეთ მეორე კანდიდატი, არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს, ყველაფერში მოდის წინააღმდეგობაში. სულ არ გვაინტერებს ვინ არის მისი შვილი და პირადში არ გადავალ. ნახეთ, მისი ცხოვრების ფილოსოფია, რასაც ამბობს, როგორ იქცევიან, მისი გუნდის წევრები ქალბატონს რა შეურაცხყოფას აყენებენ, ასეთები ვართ ქართველები? საქართველოში მუდამ იცოდნენ ქალის პატივისცემა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "შავი სიის" პროცესი გუშინ არ დასრულებულა, გაგრძელდება იმით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს"