"შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები - გახარია და ქობულია დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან" - კვირის პალიტრა

"შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები - გახარია და ქობულია დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან"

"ჩვენმა მცირერიცხოვანმა ჯარმა ხუთი დღის განმავლობაში გმირულად გაუძლო უზარმაზარი ძალის შემოტევას. ამასობაში მსოფლიოც გამოფხიზლდა"

"ოცნების" და ივანიშვილ-ზურაბიშვილის ყველა წინასაარჩევნო დაპირებას მოეპყარით უკიდურესად კრიტიკულად, სკეპტიკურად, რადგან საქმე გვაქვს პროფესიონალ მატყუარებთან, ვისი ცრუ დაპირებებიც არაერთხელ ვიწვნიეთ 2012 წლიდან. ყველა მათი დაპირება კეთდება ოლიგარქიული ხელისფლების შენარჩუნებისთვის თქვენი მოტყუების გზით", - დაწერა ამ ცოტა ხნის წინ "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მტერთან შეკრული მოღალატეა, ქვეყანაში ფსევდოდემოკრატიაა, მას განსხვავებული ხედვები და პოზიციები აქვს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც.

- ბატონო ნიკა ევროპარლამენტის რეზოლუცია, როგორც ყოველთვის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ამჯერადაც სხვადასხვაგვარად წაიკითხა და უთარგმნა ამომრჩეველს. თქვენ რა მესიჯები დაინახეთ ამ დოკუმენტში?

- რეალურად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკულ მინიშნებებს შეიცავს, აქ ხაზგასმით არის საუბარი ელიტურ კორუფციაზე, ძალაუფლების დანაწილების პრინციპის არარსებობაზე, ეკონომიკაში პოლიტიკური გავლენების არსებობაზე, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე. ამ ყოველივეს "ქართული ოცნება" უარყოფს. ოცნება იმასაც უარყოფს, რომ რეზოლუცია ხელისუფლებას ამ პრობლემების გამოსწორებისკენ არაორაზროვნად მოუწოდებს.

- ევროპარლამენტარმა, ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, ყოფილ საბჭოთა დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზე მეტად საფრანგეთის ყოფილ ელჩს, სალომე ზურაბიშვილს ენდობა. ამის შესახებ რას იტყვით? - ვიქტორ ბოშტინარუ არის ჩაუშესკოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მას დაავალეს ასეთი განცხადების გაკეთება. ბოშტინარუმ, გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა, დაარღვია სახელმწიფოებრივი ინტერესები და პირდაპირ ჩაერია ჩვენს შიდა საქმეში.

გრიგოლ ვაშაძე

- ვაშაძის წარსული ჩვენი თანამემამულეთა ერთი ნაწილის უნდობლობასაც იწვევს - ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში მუშაობდა.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის რუსეთის მოქალაქეობას არ თმობდა საქართველოში ჩამოსვლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდშიც... - მოდით სიმართლე ვთქვათ, "ოცნება" უნიათოდ ცდილობს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დისკვალიფიკაცია მისცეს. კი ბატონო, გია ვაშაძე მართლაც მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა, როდესაც ამ თემაზე საუბრობენ, ნუ დაივიწყებენ, რომ "ქართული ოცნების" ორი საკვანძო მინისტრი - შსს და ეკონომიკის მინისტრები, გახარია და ქობულია დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან.

- ევროპარლამენტის რეზოლუციაში გარკვეული მინიშნება იყო ოპოზიციის აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიაზე. ამ მიმართებით როგორია თქვენი პოზიცია? - აგრესიულ პოლიტიკაში რას გულისხმობთ?

- ოპონენტი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა, მისი მტრულად განწყობილი ქვეყნის აგენტობაში დადანაშაულება... - თუ არა აგენტი, სხვა რა უნდა უწოდო ადამიანს, რომელიც საქართველოს (რომელსაც მთელი თავისუფალი სამყარო გვერდში უდგას) ომის დაწყებას აბრალებს?

- გულწრფელად მითხარით, მართლა გჯერათ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს?

- მჯერა, იმიტომ რომ რუსეთმა ჰააგაში სწორედ ამ ქალბატონის მიერ დაწერილი წიგნი წარადგინა საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად. კარგად მახსოვს, როდესაც ზურაბიშვილი მთაწმინდის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარმოდგენილი, სახელმწიფო მანქანა ფულით, სუს-ით, პოლიციით, გამგეობებით და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით ეხმარებოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილის გეგმა ამ ქალის პარლამენტში შეყვანა, შემდეგ კი გაპრეზიდენტება იყო. ეს ყოველივე თვალნათლივ ჰგავს ერთ გრძელვადიან გეგმას, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მომართული. სალომე ზურაბიშვილი

- "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იმას ამბობს, რაც "ნაციონალების" მიერ დადასტურებულ, ხელმოწერილ ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია... - ეს სიცრუეა. რეზოლუცია, რომელზეც ისინი საუბრობენ ერთ-ერთი რიგითი დოკუმენტია, რომელზე ხელოწერა იმ მომენტისთვის ტაქტიკი ნაბიჯი იყო. ეს არ არის დოკუმენტი, რომლის საშუალებითას საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულება შეიძლება.

- დღეს "ნაციონალური მოძრაობა" წარსულში დაშვებულ შეცდომებს აღიარებს. აღიარებთ თუ არა იმასაც, რომ აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებამ შესაბამისად ვერ გათვალა რისკები და საბედისწერო შეცდომები დაუშვა?

- სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი ასეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში. პუტინმა სამხედრო აგრესიის განხორციელება ოლიმპიადას დაამთხვია, პერიოდს, როდესაც მსოფლიო ლიდერები ან ოლიმპიადაზე იყვნენ ან შვებულებაში. ასეთი ვერაგობისთვის ქართული მხარე მოუმზადებელი აღმოჩნდა, თუმცა ჩვენმა მცირერიცხოვანმა ჯარმა ხუთი დღის განმავლობაში გმირულად გაუძლო უზარმაზარი ძალის შემოტევას. ამასობაში მსოფლიოც გამოფხიზლდა, ჩვენი დიპლომატიის მეშვეობით. დღეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მთელი მსოფლიო საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და ადრე თუ გვიან დეოკუპაცია მაინც მოხდება, იმიტომ რომ რუსეთი ოკუპანტია. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს რუსეთს ოკუპანტის სტატუსი მოეხსნას, მაგრამ არ გამოუვა.

- როგორც თქვენ ამბობთ, ქართული მხარე ინფორმირებული არ იყო, რომ რუსეთი ამხელა ძალას გამოიყენებდა. მაშინ რას აკეთებდა ქართული დაზვერვა, რომლითაც "ნაციონალები" ასე ამაყობდნენ? - ეს სამხედროებს ჰკითხეთ. ქართულ მხარეს ჩვენს საზღვართან რაღაც ძალის მობილიზების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ ველოდით, რომ ეს ძალა დღითიდღე გაიზრდებოდა. ეს მოულოდნელი "სიურპრიზი" იყო კრემლიდან.

- მცოცავი ოკუპაციის გამო, რომელიც 2008 წლიდან იღებს სათავეს, "ქართულ ოცნებას" უნიათოებს უწოდებთ. თუ არჩევნებში ვაშაძე გაიმარჯვებს, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავს ამის შესაჩერებლად?

- ვაშაძეს უმაღლესი კლასის დიპლომატია და მცოცავი ოკუპაციის, ზოგადად რუსული ოკუპაციის შესაბოჭად აუცილებლად გამონახავს გზებს, მას შემდეგ რაც დასავლეთში საქართველოსთვის ხელახლა მოძებნის მხარდამჭერებსა და მეგობრებს. ეს საქმე გრიგოლს ნამდვილად ხელეწიფება, იმიტომ რომ არაღიარების პოლიტიკა სწორედ მისი დიპლომატიური ბრძოლის დამსახურებაა.

- ბოლო დროს, არაერთხელ გამოითქვა ვერსია, იმის შესახებ, რომ შესაძლოა "ქართული ოცნება" ფარული გარიგების შედეგად "ნაციონალებისთვის" მმართველობის გადაბარებას ცდილობს. როგორ გგონიათ, რა შეიძლება იყოს ამ ვერსიის საფუძველი?

- ეს კონსპირაციის ექსტრავაგანდული თეორიაა, სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" ძალიანაც უნდა ძალაუფლების შენარჩუნება ყველა ინსტიტუტზე. უბრალოდ, ძალიან უტვინოები არიან და თავიანთთვის საზიანო ნაბიჯებს დგამენ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)