"ვერ გამოვრიცხავ, რომ ოქუაშვილის განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც იყოს დაგეგმილი"
"ვერ გამოვრიცხავ, რომ ოქუაშვილის განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც იყოს დაგეგმილი"
ფოტო:ზაზა ოქუაშვილი
"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას აიძულებდნენ "ტელეიმედთან" ყალბი ინტერვიუს მიცემას, სადაც იტყოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა დაავალეს. ამის შესახებ ოქუაშვილმა 21 ნოემბერს "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.

მისი თქმით,
მას შემდეგ, რაც "იმედისთვის" დაპირებული ინტერვიუ ეთერში არ გავიდა, ზაზა ოქუაშვილს "ომეგა ჯგუფის" ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრეს.


ექსპერტების შეფასებით, გაუგებარია თუ რატომ აკეთებს ოქუაშვილი ასეთ განცხადებებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმება მართლაც მომხდარიყო, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ "ქართული
ოცნების" იმიჯის შელახვას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:
"არა მგონია, რომ ოქუაშვილისთვის პირადად ივანიშვილს ეთხოვა ასეთი რამ. შეიძლება, ვიღაცების მეშვეობით რაღაც თხოვნა იყო, მაგრამ აქაც კითხვის ნიშნები მიჩნდება, რადგან მას შემდეგ, რაც მან ეს ყველაფერი გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მხარემ იცის, რომ ოქუაშვილს ასეთი ჩანაწერების გაკეთება შეუძლია, მასთან ურთიერთობაში, მეეჭვება ასე გაუფრთხილებლად მოქცეულიყვნენ. გამიჭირდება იმის თქმა, ნამდვილად მოხდა თუ არა ასეთი ფაქტი, მითუმეტეს მისი ასეთი გამოსვლა, მთლიანად სცდება საარჩევნო ბატალიებს და აზიანებს "ქართულ ოცნებას". თუ ინტერვიუ გასული თვის ოქტომბერში უნდა გასულიყო, აქამდე რას უცდიდა, რატომ არ თქვა ხმამაღლა, უარი რატომ თქვა გამოსვლაზე, ესეც გაურკვეველია.
ვახტანგ ძაბირაძე
საარჩევნო კამპანია იმდენად წარმოუდგენლად ბინძურია ამ პერიოდში, რომ გამორიცხული არაფერია. არცერთი მხრიდან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც "ნაცმოძრაობის" მხრიდან ასეთი შეთავაზების გამორიცხვა არ შეიძლება. სამწუხაროდ, ხდება ადამიანების, პარტიების, პოლიტიკური კლასის, არასამთავრობოების, მთელი საზოგადოების დისკრედიტაცია. იმდენად უცნაური გარემოა, რომ შეგზიზღდება რაღაცაში მონაწილეობა. იმდენად ბინძური გარემო შეიქმნა, რომ გინდა ამ პროცესს ჩამოშორდე. ასეთ ვითარებაში ვინ რას ამბობს, ვის რა მიზანი აქვს, ვინ ვის შეეკრა ან გაყიდა, კაცმა არ იცის.

არ მესმის, ოქუაშვილი რატომ ამბობს ახლა ასეთ რამეს, მან ისიც არ იცის ეს მარკები გადარიცხვით იყიდეს თუ ქეშით, ჯერ ქეშს ამბობს, მერე ეტყობა დაურეკეს და უთხრეს ასე და ასეო. ეს საქმე თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია. ეს არჩევნები რომ ჩამთავრდება, საზოგადოებამ თუ რაღაც დასკვნები არ გამოიტანა, როგორც ერი, საერთოდ გავნადგურედებით იმიტომ, რომ არანაირი ეთიკური, მორალური, ზნეობრივი ნორმა აღარ არსებობს.

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:
"ოქუაშვილი რამდენად გულწრფელია და რა ფასეულობები აქვს, საქართველოში კანონის უზენაესობას იცავს თუ თავის ბიზნესინტერესებს, არ ვიცი და სულ არ მაინტერესებს, აქ მთავარია ის თუ რამდენად მოახდენს ეს ყველაფერი არჩევნებზე გავლენას. გავლენას კი ნამდვილად მოახდენს და "ოცნებას" დააზარალებს.
თორნიკე შარაშენიძე
შესაძლებელია განვიხილოთ ის ვერსიაც, რომ ივანიშვილის მხრიდან მართლა მოხდა გარკვეული შეთანხმება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოქუაშვილი პირადად არაფერს გვატყუებს, თუმცა ეს არის დარტყმა "ქართული ოცნების" პოზიციებზე არჩევნების წინ.
ვერ გამოვრიცხავ, რომ ოქუაშვილის განცახდებები და ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც იყოს დაგეგმილი.  ანგელოზად არც ერთი მხარე მიმაჩნია და არც მეორე. ჩემთვის მთავარია, ვინ უფრო ზარალდება და ფაქტია, რომ ამ სიტუაციაში თავდაცვის პოზიციაში დგება "ოცნება" და არა "ნაცმოძრაობა".


(სპეციალურად საიტისთვის)

ქართველი
22 ნოემბერი 2018 15:59
ოქუაშვილი შევარდნაძის დროს გამოჩეკილ გამოზრილი დელეცია ამ სითყვის სრული შესატყვისობით ის იყიდებოდა იყიდება და კიდევაც გაიყიდება საქმე ოქუაშვილში არ არის საქმე მის მყიდველ გამიდველებშია ამ ფულის კასრს რუსული ვანკა სტანკასავით რო ხმარობენ ეს უკვე სამარცხვინოა როგორც ნაცებისთვის ისე ქოცებისთვის თორე ოქუაშვილი მაგარი გაქნილი საქმოსანია და ხვალ სხვა პატრონს აყიდინებს თავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?