"ჩვენი რუსეთთან ერთი ერთზე დატოვება არ შეიძლება" - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში BBC-ისთან ისეთი, რამაც მისდამი უარყოფითად განწყობილი ადამიანები დააფიქრა - კვირის პალიტრა

"ჩვენი რუსეთთან ერთი ერთზე დატოვება არ შეიძლება" - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში BBC-ისთან ისეთი, რამაც მისდამი უარყოფითად განწყობილი ადამიანები დააფიქრა

ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით: "ჩვენი რუსეთთან ერთი ერთზე დატოვება არ შეიძლება".

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “არა, ასე არ არის. თუმცა არა ნატო-სგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. ქართველმა ხალხმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრები არ ვართ, უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფა ნატო-ს შეუძლია, ალტერნატივა არ აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ქართველ ხალხს იმ აზრისკენ უბიძგებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირდება და არა ნაკლები. “ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, ვინც ევროპით იმედგაცრუებულია. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დაუახლოვდებიან ევროპას”,- დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ნახეთ ფრაგმენტები ინტერვიუდან