"ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური ძალები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მეორე ტურის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადებები, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც კი შოკში ჩააგდო - მან დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა ჯარსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს.

2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტი აქცია."

"ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი - დავუშვათ, ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან! ჩვენც ჩვენს დელეგაციას ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, კონსტიტუციურად, ევროპულად, სამართლებრივად დავსხდეთ და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ერთად გამოვიდეთ. ვადას 16 დეკემბრამდე გაძლევთ," - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გათვალისწინებით, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროცესი უკიდურესად გაამწვავოს და ქვეყანაში არეულობის ინსპირირება სცადოს.

გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- დავიწყოთ სააკაშვილით... როდესაც არჩევნების დასრულებისთანავე ჯარსა და სამართალდამცავებს მიმართა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ამით მან გაამართლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რიტორიკა - სააკაშვილი არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებაო. გამოდის, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც სააკაშვილი აუცილებლად ეცდებოდა ჩამოსვლას და აქ რევოლუციური პროცესის დაწყებას...

ხათუნა ლაგაზიძე

რაც შეეხება დღეს ვითარების გამწვავებას, მე ამას არ ველი რამდენიმე ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, დღეს ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, მათ შორის - არც იმ 800 000 ადამიანში, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ეს გამოჩნდა 2 დეკემბრის აქციაზეც. სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესი, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სერიოზული მოწინააღმდეგეა. როდესაც სააკაშვილმა ხაზარაძესა და რუხაძეს შეუტია, ეგონა, ხალხი მადლიერი დარჩებოდა, რადგან ბანკების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, მაგრამ ამ მესიჯმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, ყველა ბიზნესმენმა კარგად დაინახა, რომ ხაზარაძისა და რუხაძის შემდეგ მათი დრო მოვიდოდა და რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში ისევ ძალისმიერი მეთოდებით დაიწყებდნენ მათგან ფულის ამოღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროცესების რევოლუციური განვითარება ძნელად წარმოსადგენია.

alt

საყურადღებოა უცხოეთის ფაქტორიც - არც მსოფლიოშია ვინმე მზად აქ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის მხარდასაჭერად; ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას არჩევნების შედეგის აღიარებისკენ.

არ მგონია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" მოუწევთ მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყება.

რატომ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? პრაგმატული გათვლის გამო - მიღებული მხარდაჭერის მუხტის იმედი აქვთ და ვიდრე ეს ხმები მობილიზებულია, უნდათ, მეტ წარმატებას მიაღწიონ.

ხვდებიან, რომ თუ "ქართული ოცნება" მოახერხებს რეფორმების დაწყებას და თანაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალები გამოვლენ, 2020 წლისთვის ეს ხმები ისევ ნაწილ-ნაწილ დაეშლებათ...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის დამშვიდებას ცდილობენ, რეალურად არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვთ"