ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება - კვირის პალიტრა

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი. ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გამოვლინფდა გამარჯვებული და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

ჩვენში ხშირად ისმოდა კითხვა რაში იხარჯებოდა თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან?!

სარეზერვო ფონდებიდან თანხების უკონტროლო ხარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 50-მილიონ ლარიანი სარეზერვო ფონდი "ებარა" და "საიას" მაშინდელი ინფორმაციით, თანხები ასე ნაწილდებოდა: 2010-ში ფონდის ფინანსების უმეტესი ნაწილი (12 890 824 ლარი) კონცერტებს, საახალწლო ღონისძიებებს, მუსიკალურ კლიპებს მოხმარდა, 2011 წელს 8 080 164 ლარი საცურაო აუზების, ბულვარებისა და სტადიონების მშენებლობა-კეთილმოწყობაში დაიხარჯა, 2012 წელს სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფისას საპარლამენტო არჩევნებიც გაითვალისწინეს და ფონდის 74% ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო.

გიორგი მარგველაშვილი წინამორბედთან შედარებით მოკრძალებულ - 5 მილიონიან სარეზერვო ფონდს განაგებს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რაში იხარჯება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარი.

აღსანიშნავია, რომ ქართულ კანონმდებლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ზუსტად განსაზღვრული და დაკონკრეტებული არ არის. საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, თანხებს გამოყოფს ფინანსთა მინისტრი.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე president.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 5 მილიონი ლარით გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 138 პროექტი დააფინანსა. ჩვენ რამდენიმე პროექტზე შევაჩერებთ ყურადღებას.

მაგალითად, გასულ წელს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცებისთვის ფონდმა 7 პროექტი დააფინანსა და ამისთვის 196 580 ლარი გამოყო. თუმცა, კონკრეტულად რა პროექტებია დაფინანსებული უცნობია. ცნობილია, რომ პრეზიდეტმა უარი თქვა ქართულ-აფხაზურ ერთობლივ პროექტზე, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად აფხაზი ახალგაზრდებიც უნდა ჩართულიყვნენ. პროექტის მიზანი იყო სტუნდეტებისთვის ხელი შეეწყოთ და კონსტრუქციული ურთიერთობა დაემყარებინათ აფხაზ თანატოლებთან.

საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიცაზიისთვის კი გიორგი მარგველაშვილმა 13 პროექტი დააფინანსა და ამისთვის 333 257 ლარი დახარჯა.

ერთ-ერთი პროექტის სახელწოდება იყო „მე და კონსტიტუცია“, რომლის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. პროექტში საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული. მოსწავლეებს პრეზიდენტმა შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასევე დაფინანსდა პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის თემაზე მომზადებული რამდენიმე სტატიის თუ სიუჟეტის ავტორი ფულადი თანხით დააჯილდოვა.

ასევე სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა გიორგი მარგველაშვილმა 41 პროექტი რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობირების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მან ამისთვის ყველაზე მეტი თანხა - 1 172 530 ლარი გამოყო. გაგრძელება