ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება - კვირის პალიტრა

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60 %-მდე შემცირდება.

პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში საშტატო ნუსხის ცვლილება გათვალისწინებული არ იყო.

ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გამოვლინფდა გამარჯვებული და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

იხილეთ ასევე: ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება