"ის იყო კარგი ადამიანი პრეზიდენტი, მაგრამ არც თუ ისე კარგი, როგორც პოლიტიკოსი პრეზიდენტი"
"ის იყო კარგი ადამიანი პრეზიდენტი, მაგრამ არც თუ ისე კარგი, როგორც პოლიტიკოსი პრეზიდენტი"
"თბილისში მშობლებთან ვარ ხოლმე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ისიც ჩემი სახლია, მაგრამ აქეთ, დუშეთში მინდა სულ ყოფნა"

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რიგით მეხუთე და რიგით პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა. რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ
კი - 780633.

როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, ამას დრო აჩვენებს, ხოლო საინტერესოა, რით დაგვამახსოვრა თავი ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. გადაწყვიტეთ თვალი გადაგვევლო მისი მოღვაწეობის პერიოდისთვის და მნიშვნელოვანი დეტალები გაგვეხსენებინა.
გიორგი მარგველაშვილის მშობლები და ქალიშვილი
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მან არჩევნებში ხმათა უმრავლესობით,
62,18%-ით გაიმარჯვა.

ოჯახი
გიორგი მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე მაკა ჩიჩუა და სამი შვილი - ანა, თემო და თომა მარგველაშვილები. პატარა თემო და თომა, მარგველაშვილს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ეყოლა.
აღსანიშნავია, რომ მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ოფიციალურად ხელი პრეზიდენტად მოსვლიდან რამდენიმე თვეში მოაწერეს.

პრეზიდენტი და პირველი ლედი

თავის დროზე, მედიაში და არა მარტო, საუბრობდნენ, რომ მარგველაშვილისა და ჩიჩუას ურთიერთობის გაოფიციალურება პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნიდან გამომდინარე მოითხოვეს, თუმცა წყვილმა ასეთი ინფორმაციები უარყო.

ქონება
პრეზიდენტმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 3 აგვისტოს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 2004 წელს 11 000 აშშ დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს დუშეთში. მიწის ნაკვეთთან ერთად 2004 წელს შეძენილ 200 კვ.მ ფართობის საცოხვრებელ სახლს დუშეთში, რომელშიც 2 500 დოლარი გადაიხადა. ასევე, 120 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომ4ელიც 2009 წელს შეიძინა. 40 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2016 წელს ააშენა 10 000 ლარი დაუჯდა.
პატარა თემოსთან ერთად
2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკმბრამდე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდეტის პოსტზე 82 800 ლარი.
რაც შეეხება, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქონებას, ის ფლობს 70 კვ. მეტრის ბინას თბილისში. ჩიჩუამ 2017 წელს პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრობისას 18 750 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

"ვეტოების მამა"
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები მარგველაშვილს ნელ-ნელა ეკვეცებოდა, ერთ-ერთი, რითიც ის დაგვამახსოვრდება არის ვეტოები. პრეზიდენტობის პერიოდში მან ვეტოს უფლება ათჯერ გამოიყენა: "ვეტოს უფლება 10-ჯერ გამოვიყენე და შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად, 10-ჯერვე ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მეურნე პრეზიდენტი
სოფლის მეურნეობის მოყვარული პრეზიდენტი დუშეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, მათთან ხშირად არინ სახლში მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ქალიშვილები - ანა და მაშო. პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ კი როგორც თავად ამბობს, დუშეთში აპირებს ცხოვრებას.

"ჩვენ ქალაქად მოვიხსენიებთ დუშეთს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზში არ გვაცხადებენ. დუშელები ძალიან პატრიოტები ვართ...
მთელი ბავშვობა აქ გავატრე, ამიტომაც მინდოდა სულ აქ ცხოვრება, ბავშვობის წლებს რომ გაატარებ მერე ხომ სულ გემახსოვრება, სულ მინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება და აქ დუშეთში. სახლს, რომელსაც მერე შენ თვითონ აშენებ ეგ სიამოვნება აქვს, რომ ყველა დეტალი არის დაკავშირებული შენს ფიქრთან, ამასთან ერთად მერე ფიქრობ კიდე რა უნდა დაუმატო, ამიტომ არის ძალიან სახალისო, თბილისში მშობლებთან ვარ ხოლმე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ისიც ჩემი სახლია, მაგრამ აქეთ მინდა სულ ყოფნა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის კარტოფილის მოსავალი
პრეზიდენტი მარგველაშვილი აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში და მოსავალსაც იღებდა. მან ერთ შემოდგომას კარტოფილის მოსავალიც კი აიღო, იმ კარტოფილისგან რომელიც მარგველაშვილს ბელორუსელმა კოლეგამ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკომ უსახსოვრა.

ცოლისძმა, სიძე, ანუ ცოლის ნათესავები
მას მერე, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებით თან სდევს ცოლის ნათესავების სკანდალური ამბები. მათ შორის გამორჩეულია მარგველაშვილის მეუღლის, ნაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლე მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები. გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა კრიმინალურ საქმეებში. ბოლო ასეთი ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა გოგოჭური და მისი მეგობარი გიორგი რაზმაძე თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. შს სამინისტრომ საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს.

მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაკავება, წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. საქმე ეხება მიმდინარე წელს ჩადენილ ორ დანაშაულს. ერთ შემთხვევაში გიორგი რაზმაძეს ბრალი ადამიანის დაჭრაში ედება, მეორე შემთხვევაში კი - პირის ცემაში. გოგოჭურს 7 დეკემბერს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს მისი ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი. ამ უკანასკნელს 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მოწყალე პრეზიდენტი


გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ბოლო ასეთი შემთხვევა გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის სადისტურ მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ეხებოდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ნებიერიძე შეწყალებით გამოვიდა, თუმცა მოგვიანებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განმარტა, რომ მარგველაშვილმა მას მხოლოდ წელიწადი და ერთი თვე მოაკლო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარგველაშვილს შეწყალების გამო აკრიტიკებენ. ხმაური ატყდა მაშინაც, როცა გაირკვა, რომ თურქეთიდან რეანიმობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ირაკლი ქორიძეც შეწყალებული იყო.

ყველაზე დიდი რისხვა კი პრეზიდენტს ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო დაატყდა. ბაქრაძე გერის, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურად მკვლელობაშია ბრალდებული, შეწყალების თხოვნით კი პრეზიდენტს ბაქრაძის ყოფილმა ცოლმა მიმართა. ამ მკვლელობის შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დროებით წყვეტდა ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალების აქტების გამოცემას...

ივანიშვილ-მარგველაშვილის გაყრა
2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა. საარჩევნო კამპანიის დროს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ივანიშვილი და მარგველაშვილი ერთად ჩნდებოდნენ და საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი მარგველაშვილისთვის კომპლიმენტებსაც არ იშურებდა.
გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
როდესაც ეს უკანასკნელი პრეზიდენტი გახდა, გამოხდა ხანი და ივანიშვილისა და მარგველაშვილის გზები გაიყარა. მარგველაშვილი ჩამოშორდა მმართველ გუნდსაც და მას შემდეგ მოყოლებული დღემდე მარგველაშვილი ხელისუფლებისა და ივანიშვილის კრიტიკის ერთ-ერთი ობიექტი გახდა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"საერთო ჯამში პოზიტიურად შევაფასებდი მის პრეზიდენტობას, არა იმიტომ, რომ შეძლო და რამე გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ ის ცდილობდა გარკვეული ბალანსი გაჩენილიყო, დაეცვა სახელმწიფოებრივი ინტერესები, ქვეყანას დემოკრატიზაციისკენ გადაედგა ნაბიჯები. სხვა საკითხია, რომ ის, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ამ ბრძოლებში ქართული სახელმწიფოს სახელით შედეგები მიეღო. სამწუხაროდ, მან შედეგი ვერ მიიღო, მაგრამ იმ ცნობილ, ხელისუფლებასა და მას შორის პოლემიკის ისტორიებში, სახელმწიფოებრივად მისი პოზიცია უფრო ჯანსაღი იყო. სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ მან ვერ მოახერხა ვერცერთ კონკრეტულ ქეისში შედეგის მიღება, ეს გარკვეულწილად აკნინებს მის მოღვაწეობას. რეზიუმე კი ასეთია - ის იყო კარგი ადამიანი პრეზიდენტი, მაგრამ არც თუ ისე კარგი პოლიტიკოსი პრეზიდენტი".



(სპეციალურად საიტისთვის)

...
13 დეკემბერი 2018 15:51
დაასახელეთ რა გააკეთა ტერიტორიების დაბრუნებაზე იზრუნა თუცხოვრების დონის ამაღლებაზე
Vika
13 დეკემბერი 2018 13:52
Zalian magari kaci xar giorgi, janmrteloba dgegrzeloba mshvidoba da siharuli shen da shenianebs.
Imedia odesme saqartveloshi scored shennair ar gayidul kacebs aircheven liderebad.
ნიაკო
13 დეკემბერი 2018 12:59
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს გაწონასწორებული გონიერი და მაღალი დონის ადამიანი, ზუსტად ესეთი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები