სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ჩატარდება - ვინ იქნება რეჟისორი? - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ჩატარდება - ვინ იქნება რეჟისორი?

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თელავში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინაუგურაციის მოწყობა ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინაუგურაცია დედაქალაქის ნაცვლად სხვა ქალაქში გაიმართებოდა, თუმცა რომელ ქალაქში, ამ დრომდე არ დაუდასტურებია თავად სალომე ზურაბიშვილს. როგორც მან 4 დეკმბერს ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილება ბევრი ვერსიაც მათ შორის ქალაქგარეთაც.

"ჯერ მიმდინარეობს ადგილების შესწავლა და როცა გადაწყდება, ყველაფერს გაცნობებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა და იქვე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დაპატიჟებს თუ არა ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილს, განაცხადა, რომ "აბა რა".

არსებული ინფორმაციით, საორგანიზაციო ჯგუფმა უკვე დაათვალიერა ერეკლე მეფის სასახლე და მიმდებარე ტერიტორია. რეჟისორები სავარაუდოდ, იქნებიან ბასა ფოცხიშვილი და ნიკა შველიძე. (იხილეთ: რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიებებზე იმუშავებს)

რაც შეეხება სამოსს, Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ინაუგურაციაზე ზურაბიშვილი ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი სამოსით წარსდგება ხალხის წინაშე. (იხილეთ ვრცლად)

რატომ მაინცდამაინც თელავი, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სიანტერესოა ერთი დეტალი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა თელავში წააგო. მან თელავში ხმების 48.81% აიღო.

იხილეთ ასევე: სალომე ზურაბიშვილი: "ინაუგურაცია იქნება თელავში"