"ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და მითხრა, მმართველ პარტიასთან ვალში არ ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელი იყოვო" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და მითხრა, მმართველ პარტიასთან ვალში არ ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელი იყოვო"

ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ, - ამის შესახებ გამოცემა The Daily Beast-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო მის პრეზიდენტად არჩევაში, თუმცა არ არსებობს იმის წინაპირობა, რომელიც მისგან მოითხოვს მომავალში ივანიშვილის ან მისი პარტიისადმი ლოიალური დარჩეს.

"არჩევნების შემდეგ შევხვდი ივანიშვილს. მან მითხრა: მმართველი პარტიასადმი ვალში არ ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელი იყო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"