"თელავს მაინც გავუთქვათ სახელი, სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი არ გვექნება"
"თელავს მაინც გავუთქვათ სახელი, სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი არ გვექნება"
ცუდი არ არის, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება, - განაცხადა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. ასე გამოეხმაურა ელისაშვილი პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„რამდენადაც ვიცი, ბრძანებულებით იყო განსაზღვრული, რომ პარლამენტის ეზოში ყოფილიყო ინაუგურაცია და ახლა წვალობენ, რომ ის გააუქმონ და ახალი ბრძანებულება გამოსცენ. სალომე ზურაბიშვილთან სულ რაღაც წვალება და ჯახირია დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, რომ
კიდევ უარესი თავსატეხი იქნება მისი პრეზიდენტობა. გულახდილად რომ გითხრათ, ის რომ, მსგავსი ღონისძიებები რეგიონულ ქალაქში ტარდება, კარგია, ვინაიდან ყველას დაგვავიწყდა, რომ თბილისის გარდა დანარჩენი საქართველო არსებობს. მე პირადად ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, კარგია, თუ მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალაქიც გვაქვს. ეს არ
არის ცუდი, რომ თელავმა მეტი დამსახურებული ყურადღება მიიპყროს, მითუმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი მეტი არ გვექნება. იმის გამო, რომ ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს კარგს არ ველოდები, თელავს მაინც გავუთქვათ სახელი“, - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბარში.

იხილეთ ასევე: "ზურაბიშვილი და ივანიშვილი კი არა, თემურ-ლენგი და შაჰ-აბასი ჰყავს ამ ქვეყანას მონელებული"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები