"არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ"
"არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ"
როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ევროპული ფესვებით, მე განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენისგან. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტატიაში, სათაურით "ღირებულებების დასაცავად საქართველოს მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთისგან", რომელიც გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნდა.

"მე განვაგრძობ ბრძოლას დემოკრატიისთვის, რათა გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

თავის სტატიაში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეეცდება გააერთიანოს
ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა. "პირობას ვდებ, რომ ვუზრუნველვყოფ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ინდივიდუალურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რათა საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს და არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ", - აცხადებს
ზურაბიშვილი.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ევროპული ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების დამცველი იქნება"."ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მის მიზანს, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მივაახლოვო. ქართველები პროდასავლურად განწყობილნი არიან და ევროკავშირში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკას სცდება. მე საქართველოს უფრო მიმზიდველს გავხდი. ჩემი პრეზიდენტობისას ვფიქრობ საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო პროგრესული დასავლური ღირებულებებით", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
07 დეკემბერი 2018 14:11
არსებული მოდელის არსი სახელმწიფოს,როგორც ინსტიტუტის, და ხალხის უმეტესობის ინტერესების შეგნებული აცდენაა,ერთს სურს ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად ,მეორეს მისი სრული კონტროლი და მცირერიცხოვანი სამოხელეო პარტოკრატიის მიერ ამ თავისუფლებების დათრგუნვა ,რისთვისაც გასამრჯელო გარანტირებული განსაკუთრებული პირადი გრძელვადიანი პოლიტიკური სტატუსი და ხანგძლივი პირადი კეთილდღეობაა, რაც მიიღწევა სამართლისა და საარჩევნო სისტემის ,სახელმწიფო და კერძო საკუთრების პროპორციის ,მისი აღრიცხვისა და განკარგვის ,მართვისა და მოხმარება წარმოების პროცესის რეგულირების წესების იმ მახინჯი და დესტრუქციული ერთობლიობით,რომელიც თავსმოხვეულია ძალადობრივად და ხანგძლივი პერიოდით განსაზღვრავს დამდგარ საბოლოო შედეგს !
თუ დამდგარი შედეგიდან უკან დაითვლით ,გამოიკვლევთ რომელი ნორმა ვინ დააწესა,დატოვა შიგ ხვრელი და მერე მით იხეირა ,მიხვალთ მიზეზამდე-ეს ნაცმოა ,რომელსაც ახლო ფესვები მოქკავშირში აქვს,შორეული კი კომკავშირში,უფრო შორს კომპარტიაა ,ცხადია სკკპ მეტწილად ,ნუ ჩვენიც სკკპ იყო და ლენინამდე მიდის და იმის იქით მე ვერა ვხედავ ,რსდმპ ვითომ ? !
აბა ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები