გაერთიანებულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს - კვირის პალიტრა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, 16 დეკემბერს, მათი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ თელავი განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

"ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სწორედ თელავში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"