"ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც..." - რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები?
"ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც..." - რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები?
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა - ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს "სამოქალაქო მოძრაობის" ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

როგორც ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მოძრაობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყო.

"ბრიუსელიდან იყო კონტაქტი, აინტერესებდათ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც უფულოდ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენჯერმე მე და ჩემი თანამოაზრეები ბრიუსელში ჩავედით, აქაც იყო დელეგაცია ჩამოსული და ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდის თანადგომა მივიღეთ. ამ ეტაპზე
ფილიალები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვექნება, ვმუშაობთ სხვა რეგიონებში ოფისების გახსნაზეც. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ყველა ხედავს, რომ ეს ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ეს ძალები იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი.
ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, არამედ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
11 დეკემბერი 2018 05:11
არ გეწყინოთ,ბოდიში და როგორც ეს ე.წ.პარტია ,რომელიც რეალურად უპარტიო არაიდეოლოგიური სამოხელეო ადმინისტრაციული კლანია,არ ასრულებს მის საქვეყნო ფუნქციას ,არც მისი წინამორბედი ასრულებდა-ეგეთი ბუნებისაა ისიც და ერთმანეთში ძალუმად გადაზავებულები ბრძანდებიან ,ისე არც ხალხი არ ასრულებს მის ასევე საქვეყნო ფუნქცია მოვალეობას ,ხალხი არ სთხოვს მიმდინარე ეტაპზე მმართველ , ფაქტიურად მარტოდერთპარტიულ ხელისუფლებას მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს -არ ითხოვს სად და როგორ ხარჯავს,მომავალში სად დახარჯავს და რაში დაიხარჯა სახელმწიფო ფული,არ სთხოვს პასუხს თვალნათლივ მიმდინარე ჩრდილოვანი ბიზნესების ქუჩაში პირდაპირ აყვავებაზე-მშპ 45-65 %-ა !!!( მაგალითად ონლაინ სესხები ,სტაიანშიკები,მევახშეები,საცალო ვაჭრობის ბაზრები და ბაზრობები ,აშკარა,შეფუთული და დაფარული ფართო მოხმარების საქონლის კონტრაბანდისტები,აზარტული თამაშები,ნარკომანია,პროსტიტუცია) და სახელმწიფო სტატისტიკის გაყალბებაზე და მის საფუძველზე აგორებულ კარგი ცხოვრების,იოლიად დასაწყები ბიზნესის პროპაგანდაზე ,არ ითხოვს სახელმწიფო ქონების და ხელოვნურ ოლიგოპოლიებში იგივე სახელმწიფო ქონების მოხელეთა მიერ განკერძოებული, ან ერთ ლარად პრეზიდენტის მიერ გაჩუქებული და სამშაურად 49 წლით გაქირავებული მონოპოლისტური სტრუქტურების აქციონირებას ,საერთო სახალხო იმ ქონებას ვგულისხმობ , რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი აქვს რიგითი მოქალაქეების ოჯახებს შეტანილი და წილი კანონიერად ეკუთვნით ,არ აპროტესტებს მათხოვრულ მდგომარეობას,სამაგიეროდ მშობლებიანად ელოდება როდის გაუზრდიან 20 ან 50 ლარით პენსიას ,რათა ოცნებაში ლარის კურსის ვარდნას ან წამლების ფასის ავარდნას დაეწიოს ,არ აღელვებს რომ ამ "თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკის კაპიტალისტურ " ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი -ფასიანი ქაღალდების ბირჟა აღარ არსებობს,კარტელში ფეთქავს მხოლოდ და ჩანასახში მოკლა მიშამ, ისე რომ ხალხმა ვერ ნახა კაპიტალიზმის სასახლე და ვერც ამ ბირჟის მისამართი დაიმახსოვრა ,არ აპროტესტებენ ,რომ საერთო სახალხო ქონება სახელმწიფოსია მხოლოდ ,და მისი მოხელეები განკარგავენ ,სარგებლობენ და ანიავებენ აქ იმ სახელმწიფო საერთო სახალხო სტრატეგიული ქონების და მიწების 70 % -ს , არ ინტერესდება რისთვის აიღო და სად დახარჯა ათეულ მილიარდობით საგარეო და საშინაო სესხები და რით და რის ხარჯზე იხდის პროცენტებს და ძირს ,უფრო სწორად ახალ სესხს იღებს ძველის გასასტუმრებლად და არც ნაღვლობს ამას-თავს იწონებს გრანტებსაც მაძლევენო ,არ უკეთებს რევიზიას კანონს,რომელთა უმრავლესობა მავნეა ,და არც მის აღსრულებას,არ კითხულობს ვინ არიან ამ კანონების პროექტების ავტორები :მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების თავმჯდომარეები,მათი მოადგილეები,საიდან მოვიდნენ ,რა გზა გაიარეს დაძმებიანად ,არ მონაწილეობს საკონსტიტუციო სისტემაში როგორც მაბალანსებელი მხარე ,არ აპროტესტებს სამართლის უსამართლო ანაქრონისტულ ცრულეგისტურ სისტემას, რომელიც მას დაბადებისთანავე ქურდბაცაცად ,გადასახადის არგადამხედელად მიიჩნევს და მხოლოდ ის აფიქრებს ათი წელი მოგისაჯოს თუ საპროცესო გარიგებით სამუდამჟამო სიღატაკე ,არ ირჩევს უზენაეს მოსამართლეს,არც რიგითს,აღარ აირჩევს აღარც პრეზიდენტს ,არ ითხოვს რეფერენდუმს და პლებისციტს,მხოლოდ არჩევნებზე ყალბი საარჩევნო სიის ნახევარზე ნაკლების ურნებთან მისვლით გამოხატავს მისული უმცირესობის აზრს,ისე რომ სრულ საარჩევნო სიას რევიზიას არ უტარებს -გასაიდუმლოებული აქვს ცესკოს-თუ გაინტერესებს შენ თუ ხარ შიგნით ,ეგ ნახეო და ასეულობით მკვდარ სულს,არ გეკითხება არავინო ,არც საპენსიო სიას და არც სოცდასახმარებლებისას,არც მოსახლეობის აღწერისას "დაკარგული" შვიდასი ათასი მოქალაქის ბედი აწუხებს(მოსახლეობის რაოდენობაში არ შედიან-ანუ ,ერთ სულზე მშპ წილს ზრდიან ,საარჩევნოში კი შედიან -მზარდი დემოკრატიაა,ოღონდ ურნებს არ უდგავენ ემიგრირებულ ამომრჩეველს იქ სადაც აპრიორში არჩევნების დღეს იმყოფებიან ,აქ მოდითო,ამ ურნასთანო ) და ამ დროს უმცირესობაში მყოფ ძველ რევოლუციონერს ფიქრად ახალი რევოლუცია აქვს , საღ ძალას იქა ხედავს, ქაოსში დაიბადებაო ღლავი ,კიდევ კარგი ,უმრავლესობა ჯერ რომ ხვდება ,რომ ეს არაა გამოსავალი და ნაძირალათა იოლად გასამდიდრებელი გზაა !
ხალხმა უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია !
ეს ყველაზე კარგად სწორედ იმ გარიყულმა ემიგრაციამ იცის : სადაც არიან ემიგრირებული იქ ხომ ხედავენ ნათლად ,რომ როცა ხალხი მის ფუნქცია მოვალეობას ასრულებს და უფლებებს ანხორციელებს ,შედეგიც შესაბამისია : უკეთ ცხოვრობს !
ალექს
09 დეკემბერი 2018 10:46
არანაირი მესამე ძალა არ იქნება,რადგან მეორეც არა გვაქვს,ერთი და ერთიანი ძალაა ნაცქოცმოქკავშირი მუდმივად და დრო და დრო შემავალ გამომავალ სატელიტებიანად ,ეს სამოხელეო ბიუროკრატიული პარტოკრატიაა და ის დაცლილია რაიმე იდეოლოგიურ ზნეობრივი ნორმებისაგან ,კომკავშირის ყველაზე ჩლურტე,ზერელე ფუქსავატი და უზნეო ნარჩენების პროდუქტია ! ეს სისტემა ,რომელიც მათ რუსულისაგან გადმოიღეს,უზრუნველყოფს იმ პიარ ტაშფანდურის თანხლებით ქვეყნისა და ხალხის დაუსჯელად ძარცვას ,რომელსაც ყოველდღიურობაში ვეღარც ამჩნევთ ! სისტემის შეცვლაა საჭირო,პარტიების კი არა ! და ამას ხალხი თუ შეძლებს,მეორე და მესამე პარტიული ძალა ისევ პირველი იქნება ,ისევ ჩაეწერება სისტემაში და შედეგი იქნება უფრო სავალალო ,ვიდრე გვაქვს !
კონსტანტინე თავართქილაძე გურია ჩოხატაური
08 დეკემბერი 2018 06:44
ინიციატივა "სამოქალაქო საზოგადოების" შექმნისა მეტად დროული და მისასალმებელია. ვინაიდან პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაპირისპირებამ უკვე საშიშ ნიშნულამდე მივიდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე უკვე მეოთხეჯერ არის შეცვლილი ქვეყანაში მმართველი ძალა.
მმართველი ძალის შეცვლასთან ერთად იცვლება სპექტრი ადამიანებისა,რომლებიც აკომპლექტებენ სახელისუფლებო ორგანოებს სრულ ვერტიკალზე და შესაბამისად სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში და მათზედ დამოკიდებულ დაწესებულებებში. შესაბამისად ერთი მასა კარგავს სამუშაო ადგილებსა და პრივილეგიებს.. მეორე იკავებს მათ ადგილებს. ჩნდება გარკვეული ფენები ხალხისა რომელთაც არ მოსწონთ არსებული ხელისუფლება და მზად არიან ოპოზიციაში გადასული მათი მწყალობელი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გააკეთონ ყველაფერი წავიდენ სიცრუეზე. მტრობაზე . შანტაჟზე.გაყალბებაზე.ასე დაიყო საზოგადოება ზვიადისტებად. შევარდნაძისტებად. ნაცებად.. ოცნებად. . და ამ პოლიტიკურ მიმდინარეობათა სხვადასხვა ჯურის მიმდევრებად. რომლებიც ვერაფრით ვერ უგებენ ურთიერთს და მათი დაპირისპირება მოსისხლეობაშია უკვე გადასული.არსებობს ამას გარდა დიდი მასა ადამიანებისა რომლებსაც მიუხედავად იმისა ,რომ არა აქვთ სამსსახური. . არა აქვთ ბიზნესი და სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ დაქირავებულ საჯარო მოხელეებს თუ სხვადასხვა სახალხო სამეურნეო. კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორში ერთ დროს დასაქმებულ სამუშაო დაკარგულ პროფესიონალებს ეს ადამიანები არიან წყნარად და პატიოსნად ელოდებიან ქვეყანაში სტაბილურობას, რაც დღემდე არა სჩანს.
არ ყოფილა შემთხვევა პრეცენდენტი იმისა, რომ ასეთი ნეიტრალური ადამიანები ვინმეს შეემჩნიოს და მმართველი ძალის შეცვლის შემდეგ ან ცოდნის .. ან გამოცდილების.. ან უბრალოდ სახელმწიფოს მოქალაქისადმი ვალდებულების ნიშნით დაესაქმებინოს.
პირველი კრიტერიუმია დასაქმების ხელისუფლებასი მოსული ძალისადმი იდგა თუ არა ესა თუ ის დასასაქმებელი გვერდით.
საზოგადოება არის გახლეჩილი. . საზოგადოებრივი თავშეურის ადგილები. სამოქალაქო ტრანსპორტი. პრესა. სოციალური ქსელები. ტელევიზიები გადაიქცა დაპირისპირების. შეურაცყოფისა და ხშირად ფიზიკური დაპირისპირების ასპარეზადაც კი.
სურვილი და ჩანაფიქქრი " სამოქალაქო საზოგადოების" ჩამოყალიბებისა ნამდვილად დროულია. მაგრამ დიდი ... უამრავი საკითხებია მოსაგვარებელი რომ თავად ეს წარმონაქმი არ შეიქმნეს სატელიტი რომელიმე ოპოზიციური არაფრის მაქნისი პარტიისაა და დაჯგუფებისა.
ეს ორგანიზაცია ქმედითად უნდა თანამშრომლობდეს ყველასთან .. მხოლოდ არავისთვის... გარდა საკუთარი ხალხისა.
თუ შექმნაა და დაფუძნება მარტო თბილისში . ქქუთაისსა და ბატუმში ამ ორგანიზაციის ფილიალების შექმნა იქნება ისევ წყლის ნაყვა. "სამოქალაქო საზოგადოება" უნდა არსებობდეს ყველა რეგიონშიი . და მისი წარმომადგენლობები უნდა მუშაობდეს მკაცრი ნეიტრალური პრიინციპებით ყველა მუნიციპალიტეტებში.
უნდა ეთქმოდეს სიტყვა და ხელისუფლებასა და ხალხს შორის შუამავალს უნდა წარმოადგენდეს ისეთს რომ ხელისუფლება ადგილებზე გარკვეულწილად ანგარიშს უწევდეს მათ შენიშვნებსა და წინადადებებს.
ამადთან არ უნდა ჩამოყალიბდეს როგოტც თავად ოპოზიციური წარმონაქმნი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები