"სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი­ იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი­ იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და..."

ამერიკელ მკვლევარს, ლინკოლნ მიტჩელს "კვირის პალიტრა" არჩევნების შედეგებზე, ოპოზიციის პროტესტსა და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლზე ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ ცნოს არჩევნების შედეგები, ან სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ? მოინდომებს თუ არა ოპოზიცია რევოლუციური სცენარით მოქმედებას და აქვს თუ არა ამის რესურსი?

- გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ ცნოს არჩევნების შედეგები, გასაკვირი არ არის - ისინი საარჩევნო პროცესის დროს აცხადებდნენ, რომ დამარცხების შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცეოდნენ, თუმცა, მათი უფლებაა, მშვიდობიანად გააპროტესტონ შედეგი და არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადონ, რაც სურთ.

იმედი მაქვს, აქციები მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვეჭვობ, მასშტაბური იყოს, რადგან ქართველების უმრავლესობამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად გამარჯვებულია. მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდოს საზოგადოებას, თუმცა ამ მოწოდებების შედეგს არ ველი. მას საქართველოში დღემდე ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა ის ჯგუფი, რომელიც მას ეწინააღმდეგება, გაცილებით დიდია.

ეს არის მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის დამარცხების და მის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ის თავსატეხია, თუმცა მისი მხარდამჭერების წყალობით "ნაცმოძრაობა" ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება.

სწორედ ამიტომ გავიდა ვაშაძე მეორე ტურში და იოლად დაამარცხა ოპოზიციის სხვა კანდიდატები. მაგრამ სააკაშვილთან ასოცირება ზღუდავს "ნაციონალების" შესაძლებლობას, გასცდნენ ამ ბაზისს, რადგან საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მძიმე ფაქტად მიიჩნევს. სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და მესამე ძალის გამოჩენას შეუწყობდა ხელს, თუმცა მისი ეგო და მცდარი რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, ამას შეუძლებელს ხდის... (იხილეთ სრულად)