"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან" - კვირის პალიტრა

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან"

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს.

როგორც კალანდაძე აცხადებს, საქართველოში უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა.

"შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც.

ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს - სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა.

სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჯავიუ მგონი აწი იწყება", - წერს ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე. (წყარო)