"თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება"- სად იქნება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია? - კვირის პალიტრა

"თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება"- სად იქნება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება. ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება ინაუგურაციის დაწყებამდე.

"თბილისის ნაწილი როგორ შეიძლება გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება, სანამ ინაუგურუცია დაიწყება", - განაცხადა ჟვანიამ.

ინაუგურაციის ცერემონიალის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მათ შორის დეკორაციებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხომ არ მოხდება თამარ მეფის პერიოდთან დეკორაციების ნაწილში პარალელის გავლება, ფოცხიშვილმა განაცხადა, რომ "არა".

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, თელავში იქნება ფიცის დადების ცერემონიალი, ხოლო შემდგომ წინანდალში გაიმართება მიღება.

"ინტერპრესნიუსი"