"ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს" - ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს" - ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

"პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არის და ოჯახს აქვს კითხვის ნიშნები, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობაა, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. დარწუნებული ვარ, თუ არის კითხვები, მას პასუხი გაეცემა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც მისივე მტკიცებით, ია კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებს.

"ინტერპრესნიუსი"