როგორ მიმართა ბუსა ჟვანიამ მამის იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს?
როგორ მიმართა ბუსა ჟვანიამ მამის იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს?
ფოტო:ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ბუსა და ლიზა ჟვანიები
დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მე-4 და მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას 55 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­ე­წყო. პარ­ლა­მენ­ტში მიწ­ვე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მი­მარ­თა.

"ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა იმ დროს, რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მი ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში იყო, ჯერ კი­დევ არ იყო მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი, თუნ­დაც, ჩვე­ნი სა­გა­რეო
პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი და ზუ­რაბ ჟვა­ნია იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ყვე­ლა­ფერ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ დღეს ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მი. ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი და ძლი­ერ­დე­ბა სა­გა­რეო და კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით",- გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს ოჯა­ხის სა­ხე­ლით, ზუ­რაბ
ჟვა­ნი­ას ვაჟ­მა ბუსა ჟვა­ნი­ამ მი­მარ­თა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და სი­ხა­რუ­ლია დღეს აქ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა, რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მი­უ­ძღვნა. სწო­რედ აქ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გან­ვი­თა­რე­ბის იმ ხედ­ვას, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც დღემ­დე ერ­თი­ან­დე­ბა სრუ­ლი­ად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ეს ხედ­ვა ერთ ის­ტო­რი­ულ ფრა­ზა­ში შე­ა­ჯა­მა - “მე ვარ ქარ­თვე­ლი, მა­შა­სა­და­მე, ვარ ევ­რო­პე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბუსა ჟვა­ნი­ამ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ესე­ე­ბის კონ­კურ­სის - "ჩვე­ნი თა­ო­ბის პრი­ვი­ლე­გია" - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს და­ი­ღუ­პა. მას სამი შვი­ლი დარ­ჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. იხილეთ ფოტოები

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები