გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები, მაგალითად, პრემიერი შეცვალონ და ბახტაძე გახარიათი ჩაანაცვლონ, ასევე კულუარული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან, სავარაუდოდ, გაუშვებენ ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეს... ამ საკითხზე საუბრისას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ შგანაცხადა:
ის, რომ გუნდი გადახალისებას
საჭიროებს, აბსოლუტურად ცხადია. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა გახარიაც საკმაოდ გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეეჭვება, გადაადგილებები ახალ წლამდე მოხდეს. რაღა დაგიმალოთ და, პარლამენტშიც შეიძლება გაცილებით უკეთესი სპიკერის მოძებნა. რაც შეეხება კალაძეს, სიმართლე გითხრათ, მასთან რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ, არ ვიცი, იქნებ ის, რომ ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება... მოკლედ, მოდი, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
- სავარაუდოდ, პერსონალიების ცვლილება, თუნდაც მასშტაბური, დიდად შედეგიანი არ იქნება, რადგან სრულიად შესაცვლელია საკადრო პოლიტიკისადმი მიდგომა, ანუ თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ არა პარტიული და ერთგულების, არამედ პროფესიული ნიშნით.

ჩვენ გვჭირდება ტექნოკრატიული მთავრობა და
სანამ ასეთი მთავრობა არ მოვა ქვეყნის სათავეში, არაფერი გვეშველება. საკადრო პოლიტიკის არსებულ ტრადიციაზე მორგებით შეცდომა დაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამავე შეცდომას უშვებს "ქართული ოცნებაც"... მასშტაბური საკადრო წმენდაა ჩასატარებელი რეგიონებშიც. გუბერნატორების ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ადამიანები შემოვიდნენ.
ის, რომ გუნდი გადახალისებას
ასევე დაგაინტერესებთ
აქვთ სამრეწველო სავაჭრო პალატა-საზოგადოებრივი მინისტრთა კაბინეტია,უზენაესი ექსპერტი ,არბიტრი,შემფასებელი,დამცველი ,ლაბორატორია და საპროექტოა ,კანონების პროექტებს ადგენს ,მართლა არასამთავრობოებიც აქვთ:ფუთმარილნაჭამი პროფესიონალებისაგან შემდგარი ,ის კი არა, საუწყებო ,ჩვენსავით ,ლაწირაკები !
აქვსთ ბანკები,ჩვენსავით კი არა ,საუწყებო,"ქართუბანკი" ქოცენებას ,"ლიბერთიბანკი" ნაცებს ,ბიზნეს ბანკები აქვსთ - ჩასი მანჰეტენ(!!!!!)მორგან და საფონდო ბირჟა უოლსტრიტზე ,ჩვენსავით მევახშესთან ინვესტიციისათვის არ დარბიან ,ჩვენი ბირჟა კი საქართველოს ბანკისაა და ინვესტორი იქიდანაა სადაცაა ემიგრირებული ჩვენი თვითდასაქმებული ერი !?
არც საკუთარ პენსიას სესხულობენ ოთუსბირად საუწყებო სესხბანკ ლიბერთიდან,პირიქით ოპიკის დონორია საპენსიო ფონდი და პენსიონერებისათვის დივიდენდებს გამოიმუშავებს საზღვარგარეთ ,ჩვენი აფინანსებს საზღვარგარეთს !
ჰოოო,ახლა ვინცა ხვდება დემოკრატიულ კაპიტალისტური სამი ინსტიტუციონალური კატეგორია მოვიხმარე კოლექტიური სიჭკვიანის აუცილებლობის შესაგუებლად !
ნამდვილად ძნელი და რთული კატეგორიაა,წარმოიდგინეთ ყველა გიჟი და აბდალი რომ ერთ დღეში მოჭკვიანდეს ,რა მოუვა წინწკილას ?