"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა..." - რას წერს გიორგი კვირიკაშვილი მარგველაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა..." - რას წერს გიორგი კვირიკაშვილი მარგველაშვილზე?

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს "ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის" მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში", - წერს გიორგი კვირიკაშვილი.