"მართლა გიჟი ხომ არ ვარ" - კვირის პალიტრა

"მართლა გიჟი ხომ არ ვარ"

მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის რუსულენოვანი ტელეარხ «9 канал»-ის ეთერში, მთავარ რედაქტორთან, ჟურნალისტ დიმიტრი დუბოვის საავტორო გადაცემა «Война и мир»-ში ისაუბრა.

ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარყო ბრალდება ანტისემიტიზმში და კვლავ დაადასტურა თავისი გამონათქვამი მოშე კლიუგჰაფტის მიმართ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მთავარ ავტორადაა მიჩნეული. მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება ითქვას, "გადაურა"თავის უკრაინელ და ქართველ ოპონენტებს, ილაპარაკა ებრაელებთან დამოკიდებულებაზე, დონალდ ტრამპზე და ვლადიმერ პუტინზე. ისაუბრა ასევე საქართველოსა და უკრაინაზე. გტავაზოობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"- თბილისში გსაყვედურობენ, რომ ქართულ სინამდვილეს მოწყდაო... შესაძლოა მართლაც ასეა და ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს მართლაც მოწყდით ქართულ სინამდვილეს?

- იცით, უკრაინის ისტორიას საქართველოს ისტორიისაგან ვერ გაყოფთ, ორივე ქვეყნის ბედი ერთმანეთს უკავშირდება. ჩვენ უკრაინაში ქართველები ჩავიყვანეთ და ისინი დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ. უკრაინაში ინსტრუქტორებად წავიყვანეთ ქართველი ოფიცრები, რომლებმაც ისრაელში კურსები გაიარეს.. ქერჩის მოვლენებიც კი საქართველოსთან არის დაკავშირებული. ოდესაში მე რომ არ ვყოფილიყავი, ოლქს რუსეთი დაიკავებდა. საერთოდ კი, ოოდესის ოლქის გუბერნატორობა არავის არ უნდოდა, მე კი დავთანხმდი. ჩვენ ოდესაში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად დავასტაბილურეთ, მაგრამ შემდეგ უფლებამოსილება არ მეყო (...)

- მართლაც ფიქრობდით სახურავიდან გადახტომას, როცა თქვენს დასაპატიმრებლად მოვიდნენ?

- არა, რა თქმა უნდა. არასდროს არ მითქვამს, რომ მზად ვარ გადავხტე-მეთქი. მე ვთქვი: არ მომეკაროთ. მართლა გიჟი ხომ არ ვარ. უბრალოდ, დროს ვიგებდი, რომ ხალხი შეკრებილიყო. იმ მომენტში მე ჩემსას მივაღწიეს... ეს პატარა ტაქტიკური ხრიკი იყო: სანამ სახურავზე ვიყავი, მასმედიის ყველა საშუალებას დავურეკე. აბა, მათ ცხვარივით ციხეში ხომ არ გავყვებოდი". იხილეთ სრულად