"რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს "აახიეს“ ქვეყანა - საქართველოს ხალხის ნებად უნდა გასაღდეს ის, რაც არ ყოფილა ხალხის ნება?" - კვირის პალიტრა

"რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს "აახიეს“ ქვეყანა - საქართველოს ხალხის ნებად უნდა გასაღდეს ის, რაც არ ყოფილა ხალხის ნება?"

"რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს "აახიეს" ქვეყანა? რა უნდა ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით თავის მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში დაასკუპოს?," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილს სურს საქართველოს სიმბოლოდ გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა.

"როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ თურმე არჩევნების შედეგებს და ზოგიერთი ჩვენი ფორმალურად თანამებრძოლიც რომ ამბობს, რომ ახლა აზრი არ აქვს და ვაღიაროთ. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? რა უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში დაასკუპოს? საქართველოს სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც არის ანტიქართულობის სიმბოლო? საქართველოს ხალხის ნებად უნდა გასაღდეს ის, რაც არ ყოფილა ხალხის ნება? ამიტომ დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამ არჩევნების ბათილად ცნობის სარჩელი შეიტანა სასამართლოში. რა თქმა უნდა, ამ სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, პირველივე პროკურორი აღძრავს საქმეს, ყველა ეს თემა ამოიწევა და გაყალბებული არჩევნების შედეგები ბათილად იქნება ცნობილი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"