"სააკაშვილი მოხვდება „მატროსოვის“ ციხეში... გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი მოხვდება „მატროსოვის“ ციხეში... გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი"

სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის "თოჯინად" მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

"საერთოდ რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან? თვითონვე თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობაზე. უკრაინიდან გაძევების შემდეგ კვლავ ცდილობს დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ასეთი ფორმით, სიძულვილით, დაუმორჩილებლობითა და რევოლუციისკენ მოწოდებით, მოხვდება „მატროსოვის“ ციხეში, სადაც უკვე უნდა იყოს. გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი",- განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, მისი თქმით, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.