"ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად" - რამ გამოიწვია დაპირისპირება პარლამენტში? - კვირის პალიტრა

"ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად" - რამ გამოიწვია დაპირისპირება პარლამენტში?

ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ, ეს მართლა კრიმინალები ესენი, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ინაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც მელია საუბარს სხვადასხვა რეპლიკით აწყვეტინებდა.

"მე შეგნებულად არ ვერევი და ვერთვები ამ დისკუსიაში. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს "ქართულ ოცნებასთან". ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ", - განაცხადა ინაშვილმა.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილსსიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

იხილეთ ასევე: "ერთხელ ჩხუბი ჯობია, მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა" - ჩხუბი პარლამენტში მელიასა და ინაშვილის მონაწილეობით

იხილეთ ვიდეო