"გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია" - კვირის პალიტრა

"გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია"

ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, კარგი იქნება თუ პრემიერ–მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

"დღეს გამარჯვებულია "ქართული ოცნება" და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"