"ჯერ არ ვარ პრეზიდენტი, რომ ოფიციალურად შევთავაზო ადამიანებს პოსტი" - როდის დააკომპლექტებს თავის გუნდს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

"ჯერ არ ვარ პრეზიდენტი, რომ ოფიციალურად შევთავაზო ადამიანებს პოსტი" - როდის დააკომპლექტებს თავის გუნდს სალომე ზურაბიშვილი?

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდს მომავალ კვირაში დააკომპლექტებს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეული დეტალები კიდევ არის დასაზუსტებელი. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი უცხოელი სტუმარი ჩამოვა ინაუგურაციაზე და განმარტა, რომ სტუმართა სია საგარეო უწყების პროტოკოლს აქვს.

"კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. მე მგონი, ბოლოსკენ გავდივართ. ცხადია, ახლა დეტალებს არ გაგაცნობთ, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ერთდროულად სანახავი და ამის საშუალება ყველას ექნება. რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე. რაც შეეხება გუნდს, იქით კვირას დავაკომპლექტებ. დავიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს. ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლება-მოსილება, რომ ოფიციალურად შევთავაზო ადამიანებს პოსტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"