სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ინაუგურაციაზე სარკოზის ჩამოსვლის შესახებ დასტური უკვე მიიღო.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. მას ასევე სომხეთის პრეზიდენტი, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.

"ინტერპრესნიუსი"