სალომე ზურაბიშვილი თელავში, ბატონის სასახლეში ჯარისკაცების რეპეტიციას დაესწრო - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი თელავში, ბატონის სასახლეში ჯარისკაცების რეპეტიციას დაესწრო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტმი სალომე ზურაბიშვილი, თელავში, ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ზურაბიშვილი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გენერალური რეპეტიციის გავლას დაესწრო.

ზურაბიშვილმა ბატონის სასახლე უკვე დატოვა.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

"ინტერპრესნიუსი"