"ეტყობა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა "ნაციონალების“ ცემა“ - კვირის პალიტრა

"ეტყობა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა "ნაციონალების“ ცემა“

პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო დროულად გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა“, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1"  ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა პარლამენტში ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დროულად არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები.

ამასთან, ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს ყველაფერს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემცირდეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები.

„2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, საზოგადოებასთან ერთად, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შანსები. როდესაც თავხედი, ხულიგანი და არამართალი ადამიანი ზის, ნოტაციებს გვიკითხავდა და გვიყვიროდა, რომ მონები და სატელიტები ვართ ივანიშვილის, ვინ მოითმენდა ამას?! კიდევ კარგად მოითმინა ირმამ.

პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად არ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მას დროულად შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელთ უნდოდა „ნაციონალების“ ცემა“, - განაცხადა ადა მარშანიამ. იხილედ სრულად