"ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს - პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"ავლაბრის სასახლე უნდა გაიყიდოს - პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს"

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს", -განაცხადა ჯაფარიძემ.

იგი ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს", -განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"