"არ მახსენდება, რომ როდესმე საქართველოს ხელისუფლებას ინაუგურაციაზე კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები მიეწვიოს... ეს გონივრული გადაწყვეტილებაა" - კვირის პალიტრა

"არ მახსენდება, რომ როდესმე საქართველოს ხელისუფლებას ინაუგურაციაზე კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები მიეწვიოს... ეს გონივრული გადაწყვეტილებაა"

16 დეკემბერს თელავში საქართველოს არჩეულის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონის დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარ გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

მოწვეულ სტუმრებთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

"არ მახსენდება, რომ როდესმე საქართველოს ხელისუფლებას ინაუგურაციაზე ან სხვა ოფიციალურ მიღება-ღონისძიებაზე კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები მიეწვიოს. ხვალინდელი ინაუგურაცია ამ მხრივ გამონაკლისია და ვინც მასზე კრიტიკულად განწყობილები მიიწვია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო: იმ პირობებში, როცა "გაერთიანებული ოპოზიცია" ხვალ საპროტესტო აქციას გეგმავს და ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ინაუგურაციაზე სალომეს კრიტიკოსების დასწრება, სწორედ რომ მისი ლეგიტიმურობის აღიარებაა - ეს არის და ეს.

ასე რომ, ვაღიარებ ამ გადაწყვეტილების ავტორის გონიერებას და მივესალმები თავად გადაწყვეტილებას", - წერს ხათუნა ლაგაზიძე. (წყარო)