"იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც არ მოაწყობს პროვოკაციას" - ნიკა მელია ინაუგურაციას დაესწრება? - კვირის პალიტრა

"იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც არ მოაწყობს პროვოკაციას" - ნიკა მელია ინაუგურაციას დაესწრება?

პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა "ქართულ ოცნებაში".

პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარემ სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება - პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება თელავში და ყველაფერმა უნდა ჩაიაროს ისე, როგორც ქვეყანას ეკადარება. მისივე თქმით, ყველას აქვს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა ისე, რომ სხვათა უფლებები არ დაარღვიოს. მოგეხსენებათ "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო გაერთიანებული რამდენიმე ოპოზიციური პარტია აპირებს გამართოს საპროტესტო აქციები, მათ შორის თელავშიც.

სოფო ქაცარავამ ყველას მოუწოდა შეიკავოს თავი პროვოკაციებისგან. მისი განცხადებით, ოპოზიციას გაეგზავნა მოსაწვევები ინაუგურაცზე დასასწერაბად და მისი ინფორმაციით, ეს მოწვევა მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

"იმედს გამოვთქვამ, რომ ის ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს, გადაუხვევს მისთვის ჩვეულ სტილს და არ მოაწყობს პროვოკაციას და საჭირო არ გახდება სამართლადამაცავი ორგანოების ჩარევა. ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, სამართლადმაცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონის სრული დაცვით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს". - განაცხადა სოფო ქაცარავამ.