"ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო, მაგრამ..." - რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" - კვირის პალიტრა

"ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო, მაგრამ..." - რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა"

ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო, მაგრამ ჩვენ „ბატონის სასახლის“ კედელს მიღმა საპროტესტო აქციაზე ვიდგებით - ჩვენს შორის კედელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აღმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

"ჩვენ ჩვენი კოლეგა დეპუტატებისაგან სასახლის კედელი გვყოფს. ხელისუფლებამ ამ კედელს მიღმა მოაქცია სულ მცირე 800 ათასი ამომრჩეველი, რომელთაც როგორც უუფლებო ადამიანებს განიხილავენ და შრომის უფლებასაც კი ართმევენ. კედელი, რომელიც ახლა ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, არის „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის სიმბოლო. ამის დამაგვირგვინებელი იყო პრეზიდენტის არადემოკრატიული არჩევნების გზით დასმა - ეს არის იყო ნამდვილი არჩევნები, ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. ფრაქცია მთელი შემადგენლობით კედელს მიღმა ვიქნებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

დღეს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს ქალაქ თელავში, "ბატონის სასახლეში" დადებს.

"ინტერპრესნიუსი"