"რომ ჰკითხოთ აქციისთვის ადგილი გამოგვიყვეს" - ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის ველისციხესთან დაპირისპირება მოხდა - კვირის პალიტრა

"რომ ჰკითხოთ აქციისთვის ადგილი გამოგვიყვეს" - ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის ველისციხესთან დაპირისპირება მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელია ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად, თელავის მიმართულებით გადაადგილებისთვის გზის გახსნას ითხოვდა, სამართალდაცმველებმა კი განუცხადეს, რომ გადაადგილება ყვარლის გზით გაეგრძელებინათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება.

"რომ ჰკითხოთ აქციისთვის ადგილი გამოგვიყვეს და ნახეთ, სად გადაგვიკეტეს გზა" - აცხადებს ნიკა მელია.

"ინტერპრესნიუსი"