"ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება"- რა ხდება ველიციხესთან? - კვირის პალიტრა

"ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება"- რა ხდება ველიციხესთან?

ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ის ოპოზიციის წევრებთან ერთად იმყოფება და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ვაშაძის თქმით, დაკეტილია გომბორის უღელტეხილი და ამიტომ, მათ გადაწყვიტეს გურჯაანის გავლით წასვლა.

„გომბორის უღელტეხილი დაგვიკეტეს. წამოვედით გურჯაანის გავლით, აქ დაგვხდა ჩახერგილი გზა. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება“,- აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თელავში არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, სადაც ოპოზიცია აქციის გასამართად მიემართება.

"ინტერპრესნიუსი"