"დაგვახვედრეს "ზონდერები", თუმცა თელავამდე მაინც ჩავალთ" - კვირის პალიტრა

"დაგვახვედრეს "ზონდერები", თუმცა თელავამდე მაინც ჩავალთ"

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, თელავამდე ჩასასვლელად, ყველაფერს გააკეთებენ.

„აქ დაგაყენეს სპეციალურად, რომ დრო დაგვეკარგა. იმ „ზონდერებს“, რომლებიც აგურებითა და ქვებით დაგხვდნენ, უნდა აკავებდეთ. დააკავეთ „ზონდერები“.

წარმოუდგენელი რაღაცაა, მართლაც სირცხვილია. რომ ჰკითხო, თითქოს აქციისთვის გასამართად ადგილი გამოგვიყვეს თელავში, თელავამდე ერთია საათის გზაა ჯერ და სად გადაკვიკეტეს, აქ არის ინაუგურაცია? კარგით რა, ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებ, ავტობუსებს გადავწევთ ახლა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის მხოლოდ ყვარლის მიმართულებით გაგრძელების საშუალებას აძლევენ.