"შე დალოცვილო, ვაშინგტონში იკეტება გზა და მიშა მათხოვარი იდგა ნაგვის ბუნკერებთან და რა ყველაფერი აქ გიკვირთ?!" - კვირის პალიტრა

"შე დალოცვილო, ვაშინგტონში იკეტება გზა და მიშა მათხოვარი იდგა ნაგვის ბუნკერებთან და რა ყველაფერი აქ გიკვირთ?!"

ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ იყო დაანანსებული, ინაუგურაციის პარალელურად ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, პოლიციას აქვს დაკეტილი.

მოგვიანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელია ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად, თელავის მიმართულებით გადაადგილებისთვის გზის გახსნას ითხოვდა, სამართალდაცმველებმა კი განუცხადეს, რომ გადაადგილება ყვარლის გზით გაეგრძელებინათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა და შეხლა-შემოხლა ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებს სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი პირები გამოეხმაურნენ:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "გზის გადაკეტვა იყო ყველაზე უგუნური გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა დღეს ხელისუფლებას გაეკეთებინა"

თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "10 წლის წინ ის ითხოვდა ინაგურაციის ჩაშლას .. ეხლა ესენი ითხოვენ იგივეს ...ტრიალებს.."

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: "ჰო, ძალიანაც კარგი! ე. ი. "ნაცების" ჟაპა-ჟუპისთვის გვეყურებინა?! შე დალოცვილო, ვაშინგტონში იკეტება გზა და მიშა მათხოვარი იდგა ნაგვის ბუნკერებთან და რავა ყველაფერი აქ გიკვირთ?!"

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე: "აბა, ახლა წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტად აგირჩიეს და თქვენს ინაუგურაციაზე (რომლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია) ასეთი რამეები ხდება... როგორ მოიქცეოდით? კაი, მოქცევა ჯანდაბას, რას იფიქრებდით?"

"არ ვიცი ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას კანონიერი გზით დავამხობთ"