როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი და ვინ შეკერა მისი სამოსი? - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი და ვინ შეკერა მისი სამოსი?

ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დიზაინერ ჯაბა დიასამიძის შექმნილი სამოსით წარსდგა. შეგახსენებთ, რომ ჯაბა დიასამიძის სამოსით თავს ბევრი ცნობილი ქალბატონი იწონებს, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმაც.

ჯაბა დიასამიძე დიზაინერი სალომე ზურაბიშვილსა და მის ოჯახს ბავშვობიდან იცნობს. ზურაბიშვილებივით, ჯაბა დიასამიძის ოჯახიც ემიგრაციაში იმყოფებოდა. ცნობილმა დიზაინერი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს პირველად შეუკერა კაბა. "საინაუგურაციო კაბას სიმბოლური დატვირთვა  აქვს. მეამაყება, რომ ამ დღისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალის კაბას მე შევქმენი", - აღნიშნავს დიზაინერი.

იხილეთ ასევე: "როცა ჯანრი გავიცანი, ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილი ცხოვრების დიდ სიყვარულზე?