"თელავში, "ბატონის სასახლეში" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს
თელავში, “ბატონის სასახლეში“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს.
ცერემონია სასახლეში საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესვლით დაიწყო.
გაიმართება ფიცის დადება - პრეზიდენტი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს.
ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევა.
ამასთან, საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. ინაუგურაციის ცერემონიალზე იმყოფებიდან საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ინაუგურაციას არ ესწრება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.